"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა."/წმიდა ტიხონ ზადონელი/
8 სექტემბერი 2010  19:14 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
ჰე, ივერიავ!..
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





კითხვა

შეკითხვა მოძღვარს
გამოგზავნეთ თქვენი შეკითხვა
 
სახელი, გვარი *
ქალაქი
ელ. ფოსტა
შეკითხვა

1. თუ ადამიანმა სიტყვით დაგმო სულიწმინდა ან ბილწი თქვა მიეტევება?
თუ ადამიანმა სიტყვით დაგმო სულიწმინდა ან ბილწი თქვა მიეტევება? სულიწმინდის გმობა ეს არის თვითმკვლელობა,მხოლოდ ეს არ მიეტევება ადმიანს სხვა დანარჩენი კი, რა თქმა უნდა თუ მას დიდი სინანული ექნება.


2. მაინტერესებს რომელი ცოდვები გამოისყიდა ქრისტემ?
კაცობრიობის ცოდვები და მან მოგვცა სიცოცხლე კანონი, სახარება, და მცნებათა დაცვის შემთხვევაში გადარჩება ადამიანი. ჩვენმა სინდისის ხმამ დაკარგა ზნეობრივი მუხტი ამიტომაც განკაცებამ და აღდგომამ აღადგინა ღმერთთან მისასვლელი ხიდი,რომელიც კაცობრიობის მტერმა ჩატეხა ადამიანთა დახმარებით.


3. რა სიმბოლო აქვს პირჯვრის გადაწერას?
ჯვარი შემმუსვრელია დემონთა, ჯვარი ძლევაა და გამარჯვება, ამიტომაც პირჯვარი ხშირად უნდა გადავიწეროთ, რათა ბოროტმა ძალამ არ შემუსროს ჩვენი სული. პირჯვრის გადაწერისას ადამიანს უნდა ახსოვდეს გოლგოთა და აღდგომა. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "გლახაკებს თხოვნა შეფერით, ცოდვის დაცემის შედეგად დაგლახაკებულ ადამიანებს ლოცვა. მარჯვნიდან მარცხნივ იმიტომ ვიწერთ პირჯვარს ,რომ ეს ერთგვარი თხოვნაა უფლისადმი, რომ ამ სოფლიდან გასვლის შემდგომ მარჯვენით მიგვიღოს მან, როგორც აღდგა და დაჯდა მაჯვენით მამისა.”


4. მაინტერესებს, როდესაც ტრანსპორტში ვსხედვართ, შეიძლება თუ არა პირჯვრის გადაწერა ტაძართან გავლის დროს?
რა თქმა უნდა შეიძლება, როცა ცუდი ზრახვები შემოდის ადამიანში, მან შეიძლება დაწოლილმაც კი გადაიწეროს პირჯვარი და შინაგანად ილოცოს. ასე რომ შესაძლებელია.


5. გვაკურთხეთ, მამაო! სახარებაში წერია, როდესაც ერთ ლოყაზე გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო. გთხოვთ ეს განმიმარტეთ.
უფალს შეეძლო, რომ როცა აწამებდნენ, შეემუსრა მთელი კაცობრიობა, მაგრამ მან დაგვანახა მოთმინების გზით გადარჩენა.


6. მამაო, დასაშვებია, რომ ორ ადამიანს შეუყვარდეთ ერთმანეთი, რომლებსაც ერთი ბავშვი ჰყავთ მონათლული?
არავითარ შემთხვევაში და-ძმა გამოდის.



 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 2281431 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ