
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 77 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ვინაიდან მრევლის დიდი სურვილია პირადად მიულოცოს პატრიარქს დაბადების დღე, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმინდესობა, სამღვდელოებასთან ერთად დღეს, 18:00 საათზე, პარაკლისს გადაიხდის და მრევლს დალოცავს.