
დღეს დილით ბათუმისა და ლაზეთის ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან საშობაო ალილოს მონაწილეები შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში ჯვრით მსვლელობა მოაწყვეს.
ტრადიციულად შობის დღეს მორწმუნეები ქუჩებში ლოცვითა და გალობით დადიან და ყველას ქრისტეშობას ახარებენ. ალილოს დროს უმწეოებისათვის შესაწირავსაც აგროვებენ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია უკვე 10 წელია აღდგა.
დღეს ბათუმში ყველაზე მასშტაბური ალილო მოეწყო. ალილო დილის 12 საათზე დაიწყო და სამღვდელოებამ და მორწმუნე მრევლმა სამების მთაზე მშენებარე წმინდა სამების სახელობის ტაძარსა და სამრეკლოზე ჯვარი აღმართეს.