"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა."/წმიდა ტიხონ ზადონელი/
8 სექტემბერი 2010  19:02 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





 
 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2010-01-09


ბატონმა დიტო - დიმიტრი ჩუბინიძემ ა.წ. 9 იანვარის გაზეთ "ალიაში" დაბეჭდა სტატია სათაურით: "რა მინიშნებები გააკეთა პატრიარქმა სააკაშვილზე საშობაო ეპისტოლეში", რითიც შეეცადა პრეზიდენტსა (ხელისუფლებასა) და პატრიარქს შორის ვითომ არსებულ დაპირისპირებაზე ელაპარაკა და ამასთან პატრიარქი "დადებით" კონტექსტში წარმოეჩინა.

ბატონმა დიმიტრიმ და გაზეთმა "კვირის ქრონიკამ", რომელიც ასევე "ალია ჰოლდინგის" გამოცემაა, მთელი თვეების მანძილზე და ამასთან ბოლო დრომდე თავისი რესპოდენტების საშუალებით შეურაცხყოფისა და ცილისწამების კამპანია აწარმოეს ეკლესიისა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ და ახლა ამავე მიზნით, ოღონდ სახეცვლილი მეთოდით კვლავაც ცილისწამებას მიმართეს.

მათი ფანტაზია, ალბათ, მომავალშიც შემოგვთავაზებს სიახლეებს ერთი კია, - ხალხი კარგად ხედავს, ვინც რას აკეთებს და რატომ აკეთებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ მორწმუნემ იცის, ვინც რას აკეთებს, პირველ რიგში თავის თავს უკეთებს.

9 იანვარი, 2010 წელი


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 2281358 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ