
ნათლისღებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ზღვაში შთაფლვით შეეგებნენ. ზღვის სანაპიროზე გვიან ღამით უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
ტრადიციულად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წყლის კურთხევის ლოცვის შემდეგე,ზღვაში პირველი შევიდა.
სანაპიროზე დანთებული კოცონების პარალელურად, წელს პირველად კოცონი ზღვაშიც დაანთეს, იმის ნიშნად, რომ მეზობელ ქვეყნებში ნათლისღების ტრადიციის არსებობის შესახებ გაეგოთ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ზღვაში შთაფლვის ტრადიცია აჭარაში მეათე წელია აღდგა.