მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 მაისი 2018  10:53 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
მერანი
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





ბათუმის სასულიერო სემიარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2014 -2015 სასწავლო წლისათვის

2014-03-15


ბათუმის სასულიერო სემიარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2014 -2015 სასწავლო წლისათვის, თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაცია თეოლოგიის ბაკალავრი. სწავლა უფასოა მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან საშუალო განათლების მქონე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის პროგრამაში დადებითი ნიშნის მქონე 35 წლამდე ასაკის ვაჟები შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ დისციპლინებში : 1 კატეხიზმო.ისტორია(ზეპირი) 2. საქართველოს ისტორია(ზეპირი) საბუთები მიიღება ბათუმი, დ. თავდადებულის 49. 1 აპრილიდან . მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასულიერო სემინარიის რექტორს. აბიტურიენტები დარეგისტირდებიან ელექტრონული ვერსიით 2014 წლის 21 მარტამდე. ისევე როგორც ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტები. რეგისტრაციის დროს სასწავლებლის არჩევისას აბიტურიენტებმა უნდა მიუთითონ (სასწავლებლის დასახელება ) ა(ა) იპ “მართმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია“, რომელიც ეროვნული გამოცდების 2014 -წლის ცნობარში 184 – ე ადგილზეა. რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ჩასაბარებელ საგნებში ირჩევს მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას. აბიტურიენტმა მისაღები გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით, ხოლო სასულიერო სემინარიაში გამოცდას ჩააბარებს ისტორიასა და კატეხიზმოში.


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14179238 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ