მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
24 სექტემბერი 2017  04:14 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ქალო, გნახე ფეხშიშველა,
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document
ეკლესია

სიტყვა ეკლესიას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში, ეკლესია აღნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას, კრებულს, რომლებიც განბნეულნი არიან მთლიან დედამიწაზე და მოიცავს მათ, სადაც არ უნდა იყვნენ და რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.

წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი ეკლესიას უწოდებს ქრისტეს სხეულს და ქრისტეს სძალს, რომელიც განწმენდილია წმიდა ნათლისღების წყლით, მორწყულია გამომხsნელის წმიდა სისხლით, საზეიმოდ მორთულია და დაბეჭდილია სულიწმიდის ბეჭდით. ამ ეკლესიის თავი ქრისტეა: ის იმართება სახარების ერთი კანონით, იბრძვის ქრისტეს ერთი ნიშნით და ისწრაფვის ერთი ნეტარი მიზნისაკენ.

მეორედ, ეკლესია არის ღვთის ტაძარი ან სამლოცველო სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან, რათა ადიდონ ღმერთი და ილოცონ მის წინაშე. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალიმში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავის უტყუარობას, ჭეშმარიტების მტკიცებას; აშკარაა, რომ მასში მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია (არქ. პავლე – ჩვენი სარწმუნოება. გამომც. ორთოდოქს კიფსელი. 1994. ). ჰგავს იგი მოციქულთა დროინდელ ეკლესიას? ჰგავს! და თუკი არის მათ შორის რაიმე განსხვავება, იგი მხოლოდ გარეგნულია და არა არსებითი. ამის გასაგებად იქნებ ასეთი მაგალითი გამოდგეს: ადამიანი იცვლება გარეგნულად, ბავშვობაში იგი  სხვაა, მოწიფულ ასაკში სხვა და ა. შ. მაგრამ ეს ცვლილება არაა არსებითი. იგი ხომ იმავე პიროვნებად  რჩება. ჩვენი ეკლესიაც, მიუხედავად თავისი განვითარებისა, დღეს არსებითად, სულისკვეთებით ისეთივეა, როგორიც იყო თავიდანვე, დასაწყისში. ქრისტიანული ტაძრები უძველესი დროიდანვე ატარებდნენ სხვადასხვა სახელწოდებებს: ეკლესია, ტაძარი, ღვთის სახლი, ბაზილიკები, სამლოცველო სახლები. ქრისტიანები ღვთისმსახურებისათვის პირვლად იყენებდნენ კერძო სახლებს, სახელმწიფოს მიერ დევნისას კატაკომბებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს განსაკუთრებული შენობების აგება. ტაძრები შენდება უფლის რომელიმე დღესასწაულის სახელზე, წმ.სამების სახელზე, ღვთისმშობლის, რომელიმე ისტორიული მოვლენის ან რომელიმე ანგელოზის ან რომელიმე წმონდანის სახელზე. სვიმეონ თესალონიკელი წერს: ყოველი ტაძარი ღმერთს ეძღვნება, ის მისი სახლია და ის სუფევს  მასში. ღვთის მონა, რომლის სახელსაც ატარებს ტაძარი მყოფობს მასში, როგორც თავის საცხოვრებელ სახლში, უხილავად იმყოფება იქ სულით, ხშირად მასში განისვენებენ მისი წმიდა ნაწილებიც და ის მოქმედებს ღვთის მადლითა და ძალით.

ადამიანმა, მოსეს საშუალებით სანამ მიიღებდა ღვთისაგან რჯულს, აღუმართა მას ტაძრები და სამსხვერპლოები და მათზე მიჰქონდა მსხვერპლი. ყველა ასეთი სამსხვერპლო წმიდა იყო. პირველად აბელმა გააკეთა სამსხვერპლო, თუმცა ეს სამსხვერპლო აშენებული იყო ქვებისაგან, წმიდა იყო და მასზე მიტანილი მსხვერპლი ღვთისათვის ძღვნად თუმცაღა შედგებოდა დაკლული ცხოველებისაგან, აგრეთვე წმიდა იყო, იმიტომ რომ ისინი ღვთისადმი იყვნენ მიძღვნილნი. ბიბლიაში ვკითხულობთ: მიჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს (დაბ. 4,4); ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ აღუმართა ღმერთს სამსხვერპლო; აბრაამმა აღმართა სამსხვერპლო, რათა შეეწირა თავისი შვილი ისააკი. უფალმა უთხრა მას: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ (დაბ.22,12); იაკობმა ქვებისაგან გააკეთა სამსხვერპლო, წმიდა ჰყო იგი და იხილა იქ ღმერთი. მაგრამ ყველაზე უდიდესი და დიდმნიშვნელოვანი სამსხვერპლო გააკეთა მოსემ. ეს იყო სკინია, რომელიც ახალი აღთქმის ეკლესიის წინასახე იყო და რომელიც უკეთესად, ვიდრე უწინდელი სამსხვერპლოები წინასწარ გამოსახავდნენ ახალი აღთქმის ყველა საგანსა თუ საიდუმლოს.

სვიმეონ თესალონიკელი ამბობს (თავ. 125): ყველაფერი რაც გააკეთა მოსემ სკინიის შიგნით, განსაკუთრებით კი სამსხვერპლო და ტრაპეზი, რომლებიც მოასწავებდნენ თვთისმშობელს, იწოდებოდნენ წმიდათაწმიდად. ამიტომაც, თუ ვინმე გარდა მღვდლისა, გაბედავდა შეხებოდა ამ საგნებს ან ნივთებს დაიღუპებოდა და კვდებოდა.

ახალი აღთქმის ეკლესია იყოფა სამ ნაწილად; საკურთხეველი, თვით ტაძარი და სტოა. ტაძრის ასეთი შემადგენლობა და დაყოფა ნაწილებად აღებულია ძველ აღთქმისეული მოსეს სკინიისა და სოლომონის ტაძრის მიხედვით. ამას ხელმძღვანელობდა თვით წმიდა წერილი ახალი აღთქმისა, რომელიც ასახავდა სხვადასხვა ქრისტიანულ საიდუმლოებებს, ადარებდა მათ იუდეურ წეს-ჩვეულებებს, იმ მიზეზით, რომ ორივე აღთქმა შეიცავს ერთიან მადლს: (საქმ. მოც. 15,11)-ჩვენ გვწამს, რომ უფლის იესო ქრისტეს მადლით ვცხონდებით, ჩვენც და ისინიც; ჩვენი ქრისტეში მადლისმიერი განახლების წინასახეა ძველი აღთქმის წინადაცვეთა: ვისშიაც წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან გაძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით (კოლ. 2,11); ქრისტეს ჯვარცმა და ზიარების საიდუმლო შედარებულია იუდეურ პასექთან: მაშ განიწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ თქვენ ახალი ცომი, რადგანაც უფუარნი ხართ, ვინაიდან პასექი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა- (I კორ. 5,7). ტრაპეზი, რომელზედაც აღესრულება მღვდელმოქმედება უფლის სისხლისა და ხორცისა, ასახავს სამსხვერპლოსა და საკურთხეველს: გვაქვს ჩვენ საკურთხეველი, საიდანაც ჭამის უფლება აქვთ კარვის მსახურთ (ებრ. 13,10).   ახალი აღთქმის  ეკლესიის მასწავლებლებმა თავიანთ მღვდელმოქმედებებში შეიტანეს   ზოგიერთი ძველ აღთქმისეული წეს-ჩვეულებები. მაგ. სასულიერო პირთა იერარქია, სასულიერო პირთა შესამოსელი; სკინიაში იყო პური, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ხილული და უხილავისაგან, ღვთიურისა და ადამიანურისაგან. ქრისტიანულ ეკლესიაშიც ძველი აღთქმის მისაბაძად სეფისკვერი ორი ნაწილისაგან შედგება: ქრისტეს  ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებისაგან. თუ ძველ აღთქმისეული სამსხვერპლოები და ყველა ის ნივთი, რომლებიც წინასახენი იყვნენ ნამდვილისა ასეთი წმიდა იყო, მაშინ ჩვენ უმეტესწილად მოწიწებით პატივი უნდა ვსცეთ ახალ აღთქმისეულ ტაძარს და მასში განლაგებულ საგნებსა და ნივთებს.

ყოველ საგანსა და ნივთს, წერს სვიმეონ თესალონიკელი, რომელიც ღვთის სახელზეა მიძღვნილი პატივი უნდა ვსცეთ, როგორც არ უნდა იყოს ის, თიხის, ქვის, ხის, ოქროსა თუ სხვა რაღაცის. ყველაფერი ეს ნაკურთხია ღვთის სახელით და რადგანაც ეს ნივთები ატარებენ ღვთის სახელსა და ბეჭედს, ამიტომაც ვერავინ მისცემს მათ სხვა დანიშნულებას.

ეპარქიის ტაძრები
ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი წმიდა იოაკიმ და ანნას სახელობის ტაძარი დაგვის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი
წმიდა ნიკოლოზის სახ. ტაძარი წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ.ეკლესია ზედა კვირიკეს წმ. კონსტანტინესა და ელენეს სახ.
ყოვლადწმიდა სამების სახ. ტაძარი ახალშენის ფერისცვალების სახ. ტაძარი ქვედა კვირიკეს წმ. გიორგის სახ. ტაძარი
წმიდა ბარბარეს სახ. ტაძარი ორთაბათუმის წმ. პანტელეიმონის სახ.ტაძარი ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ეკლესია
წმ.მეფე თამარის სახ.ეკლესია აჭყვის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახ. ტაძარი
წმიდა ნინოს სახ. ტაძარი ქვედა აჭყვის წმიდა გიორგის სახ. ტაძარი ხინოწმინდის საეპისკოპოსო საყდარი
წმიდა გიორგის სახ. ტაძარი ზედა აჭყვას წმ. თეოდორეს სახელობის ტაძარი მახინჯაურის ყოველთა წმიდათა სახ. ტაძარი
ჩაქვის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარი სოფ. ცხემლვანას წმ. გიორგის სახ.ტაძარი

 

ქართული ტაძრები

დოლის ყანა დავითგარეჯი სვეტიცხოველი
გელათის მონასტერი დაბა ბანა
ბერთა იყალთო მცხეთის ჯვარი
იშხანი პარხალი ხახული
ნეძვი ტბეთი წყაროსთავი
შატბერდი ოპიზა სინას მთა
ხანძთა პეტრიწონის მონასტერი ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
ათონის ივერთა მონასტერი ივერონი ოშკი ვანის ქვაბები
ანჩისხატი შუამთა ნეკრესი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11937279 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ