მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 ნოემბერი 2014  14:50 ქართული შრიფტი


ლადო ასათ?ან?
ვაჟა-ფშაველას ნაამბობ?
"თუ გსურს,მწუხარებ?ს გარეშე ?ცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (+1118)

ხსენება 12 (25) სექტემბერი

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი და ფრთხილი". დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირვენ ნახევარში, როგორც ვარაუდობენ წმიდანი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მის მრავალმხრივ მოღვაწეობიდან გამომდინარე შეიძლება დაზუსტებით ითქვას რომ გიორგიმ ბავშვობიდანვე მიიღო უმაღლესი საერო და სასულერო განათლება. ის ერთნაირი  წარმატებით მოღვაწეობდა ორივე სფეროში, მაგრამ ღირსი გიორგი უპირველესად მაინც მონოზონი იყო. ღვთის დიდებასა და ქვეყნის სამსახურს შეწირული ხუცესმონოზონი, ჭყონდიდელი მღვდელმთავარი და მეფის პირველი ვეზირი.

წმიდა გიორგი ჭყონდიდელი იყო "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა". ის "ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების". უმაღლესი სასულიერო მოღვაწოებითა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკით მუდმივად დაკავებული წმიდა მამა ამასთანავე იყო ყოველთა გაჭირვებულთა ნუგეში - "მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი".

წმიდა გიორგი ჭყონდიდელის სიწმიდესა და სასულიერო განათლებაზე მეტყველებს 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრება, რომლის დროს საქართველოს ეკლესიაში არსებული ყველა პრობლემა "გამოწულილვით განუხილავთ და გადაუწყვეტიათ. "ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს: კრების "ძეგლისწერა" წმიდა გიორგი ჭყონდიდელს "კრების თვალს" უწოდებს: "ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავალმცა არიან წელნი".

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობისა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაანთავისუფლეს ქალაქი რუსთავი რასაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

1118 წელს ღირსი გიორგი ჭყონდიდელი თან ახლდა მეფე დავით აღმაშენებელს ყივჩაღებთან მეომრების ჩამოსაყვან მოგზაურობაში, რომელიც სამწუხაროდ მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა.

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთში გარდაიცვალა და იქედან დიდი პატივით გადაასვენეს გელათის მონასტერში. "იგლოვა ყოველმან სამეფომან და მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე".

წმიდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივნისს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge